მადრიდის „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან რთული იმასთან შეგუება რაც მოხდა.
ესპანურ გრანდს პირველი წილისყრით ლისაბონის „ბენფიკა“ შეხვდა, მაგრამ შედეგები გაუქმდა, ხოლო მეორე წილისყრით გადაწყდა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება - პსჟ.
"ძალიან რთულია ამ ყველაფრის მიღება. ჩათვალეთ, რომ მილიონობით ფანი მთელ მსოფლიოში ელოდა ამ მოვლენას და შემდეგ ყველაფერი გაუქმდა.
რაც შეეხება პსჟ-ს, ჩვენ ენთუზიაზმით ველით შეხვედრას და გვესმის, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ასევე გვესმის მეტოქის სიძლიერე და მოუთმენლად ველით ორ ძალიან საინტერესო მატჩს", - ციტირებს Marca ბუტრაგენიოს სიტყვებს.