ფეხბურთი

18:20 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

წილისყრა ხელმეორედ: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მომდევნო ეტაპზე ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება და რამდენიმე წყვილი განსაკუთრებით გამოსარჩევია. მათ შორის, პსჟ-"რეალი" და "ინტერი"-"ლივერპული".

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები:

"ზალცბურგი" (ავსტრია) - "ბაიერნი" (გერმანია)

"სპორტინგი" (პორტუგალია) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "აიაქსი" (ნიდერლანდები)

"ჩელსი" (ინგლისი) - "ლილი" (საფრანგეთი)

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

"ვილიარეალი" (ესპანეთი) - "იუვენტუსი" (იტალია)

"ინტერი" (იტალია) - "ლივერპული" (ინგლისი)

"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი) - "რეალი" (ესპანეთი)

ნიშანდობლივია, რომ წილისყრა ორჯერ გაიმართა! პირველი წილისყრისას უეფას წარმომადგენლებს შეცდომა მოუვიდათ, რის გამოც პირველი წილისყრის შედეგები გაუქმდა.

ეს უჩვეულო შემთხვევაა და ისტორიაში პირველად მოხდა. მიზეზი? წილისყრის დროს შეცდომა იქნა დაშვებული. "ვილიარეალის" მეტოქედ კალათიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" ამოიღეს, რაც დაუშვებელი იყო, რადგან ეს გუნდები ერთ ჯგუფებში თამაშობდნენ. გარდა ამისა, "ატლეტიკოს" მეტოქე როცა ირკვეოდა, მის შესაძლო მეტოქეებს შორის "მანჩესტერის" ბურთულა კალათაში არ იყო მოთავსებული, არადა, ინგლისურ და ესპანურ გუნდებს ერთმანეთთან თამაშის უფლება ჰქონდათ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 15-16 და 22-23 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 8-9 და 15-16 მარტს ჩატარდება.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ პირველი, მაგრამ გაუქმებული წილისყრის შედეგები...

0.165472