კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო კარიერას ასრულებს და ამის შესახებ ოფიციალურად განცხადებას 15 დეკემბერს გააკეთებს. იტყობინება ესპანური გამოცემა El Periodico.
აგუერომ 30 ოქტომბერს, „ალავესთან“ მატჩში თავი შეუძლოდ იგრძნო და როგორც გაირკვა, გულის პრობლემა შეექმნა. ფეხბურთელს გულის არითმია დაუდგინდა და მკურნალობა დაიწყო. თავდაპირველი ცნობით, მას ორი თვე იძულებით უქმობა მოუწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯანმრთელობა მას კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ კუნ აგუერო „ბარსელონამ“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მან 5 მატჩში 1 გოლის გატანა მოასწრო.
აგუეროს ასევე უთამაშია „ინდეპენდიენტეში“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“. არგენტინის ნაკრებში კი 101 მატჩში 41 გოლი გაიტანა.