ფეხბურთი

12:39 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "არ ვფიქრობ, რომ ლა ლიგაში 8-ქულიანი უპირატესობა ჩემი ეფექტია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი დამსახურება არ არის, რომ „სამეფო კლუბს“ ლა ლიგაში კომფორტული უპირატესობა აქვს.

„არ მგონია, რომ ლა ლიგაში 8-ქულიანი უპირატესობა ანჩელოტის ეფექტთან იყოს დაკავშირებული. ჩემს განკარგულებაშია გუნდი, რომელიც შედეგებს მშვიდად აღწევს, ვიცი, რას გააკეთებენ მოცემულ სიტუაციაში. აღსანიშნავია, რომ დაცვაში თამაში საგრძნობლად გავაუმჯობესეთ. არ ვიყენებთ მაღალ პრესინგს, რადგან ასე კონტრშეტევაზე შემტევი პოტენციალის გამოყენება უფრო შეგვიძლია. მოდრიჩი საოცარია, ბურთით და ბურთის გარეშე“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, ლა ლიგაში კი უახლოეს მდევარ „სევილიას“ 8 ქულით უსწრებს.

0.11554