ფეხბურთი

10:18 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა: ვინ ვის შეიძლება შეხვდეს?

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. 16 გუნდი დაწყვილდება და ისინი ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასისთვის ბრძოლას თებერვლიდან გააგრძელებენ.

წილისყრის წინ 8 გუნდი განთესილია (პირველადგილოსნები), 8 განუთესავი (მეორეადგილოსნები) და ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი შანსია, რომ მერვედფინალში "რეალი" - "ჩელსის" წყვილი ვიხილოთ. ამის შანსი 32%-ზე მეტია. უფრო დეტალურად, რომელი წყვილებია ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი პროცენტულად, შეგიძლიათ ჩვენს ფოტოგალერეაში იხილოთ, ქვემოთ კი წარმოგიდგენთ ყველა გუნდის ყველა სავარაუდო და შესაძლო მეტოქეს.

I ადგილოსნები: „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „რეალი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), "ბაიერნი" (გერმანია), "ლილი" (საფრანგეთი), „იუვენტუსი“ (იტალია)

II ადგილოსნები: „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ინტერი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), "ზალცბურგი" (ავსტრია), „ჩელსი“ (ინგლისი)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გასული გუნდები პირველადგილოსნებს შეხვდებიან და პირველი მატჩიც მეორეადგილოსანთა მოედანზე გაიმართება. შეზღუდვა ამ ეტაპზე ორგვარია: ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან და ერთი ჯგუფის გუნდების დაპირისპირებაც გამოირიცხულია.

„მანჩესტერ სიტის“ სავარაუდო მეტოქეები:

„ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ინტერი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი) ან „ატალანტა“ (იტალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„ლივერპულის“ სავარაუდო მეტოქეები:

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ინტერი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„აიაქსის“ სავარაუდო მეტოქეები:

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ინტერი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „ჩელსი“ (ინგლისი)

„რეალის“ სავარაუდო მეტოქეები:

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია) „ჩელსი“ (ინგლისი)

„ბაიერნის“ სავარაუდო მეტოქეები:

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ინტერი“ (იტალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „ჩელსი“ (ინგლისი)

„მანჩესტერის“ სავარაუდო მეტოქეები:

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ინტერი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„ლილის“ სავარაუდო მეტოქეები:

„ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ინტერი“ (იტალია), "ბენფიკა" (პორტუგალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ჩელსი“ (ინგლისი)

„იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები:

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო მეტოქეები:

„ლივერპული“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „რეალი“ (ესპანეთი), „ბაიერნი“ (გერმანია), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „იუვენტუსი“ (იტალია)

„ატლეტიკოს“ სავარაუდო მეტოქეები:

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ბაიერნი“ (გერმანია), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „ლილი“ (საფრანგეთი) „იუვენტუსი“ (იტალია)

„სპორტინგის“ სავარაუდო მეტოქეები:

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „რეალი“ (ესპანეთი), „ბაიერნი“ (გერმანია), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „ლილი“ (საფრანგეთი), „იუვენტუსი“ (იტალია)

„ინტერის“ სავარაუდო მეტოქეები:

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ბაიერნი“ (გერმანია), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „ლილი“ (საფრანგეთი)

„ბენფიკას“ სავარაუდო მეტოქეები:

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „რეალი“ (ესპანეთი), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „ლილი“ (საფრანგეთი), „იუვენტუსი“ (იტალია)

„ვილიარეალის“ სავარაუდო მეტოქეები:

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ბაიერნი“ (გერმანია), „ლილი“ (საფრანგეთი), „იუვენტუსი“ (იტალია)

„ზალცბურგის“ სავრაუდო მეტოქეები:

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „რეალი“ (ესპანეთი), „ბაიერნი“ (გერმანია), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „იუვენტუსი“ (იტალია)

„ჩელსის“ სავარაუდო მეტოქეები:

„აიაქსი“ (ნიდერლანდები), „რეალი“ (ესპანეთი), „ბაიერნი“ (გერმანია), „ლილი“ (საფრანგეთი)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩატარდება.

0.114674