„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს არის შანსი გაძლიერებისთვის და გუნდი მუშაობს, რომ შემადგენლობა უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს.
„ჩვენი გუნდი უნდა გაუმჯობესდეს. წინაა სატრანსფერო ბაზარი და ეს არის გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ცოტა ხნის წინ პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. კლუბს აქვს გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, რომ გუნდი უკეთესი იყოს და შემადგენლობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში 23 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.