ძიუდო

1:31 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ გორმა" ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, რომელშიც ორმა ქართულმა კლუბმა, „გოლდენ გორმა“ და „მებრძოლმა“ მიიღეს მონაწილეობა. ისინი ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდნენ და გამარჯვება „გოლდენ გორმა“ მოიპოვა.

„გოლდენ გორმა“ „მებრძოლს“ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო. თავიანთი ბრძოლები გამარჯვებით ლაშა შავდათუაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და ვაჟა მარგველაშვილმა დაასრულეს, ვლადიმერ ახალკაცი დამარცხდა, ხოლო გელა ზაალიშვილმა შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

„მებრძოლის“ რიგებში ბაგრატ ნინიაშვილმა, ფრიდონ გიგანმა, ტატო გრიგალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზეს.

აქვე გეტყვით, რომ „მებრძოლი“ მანამდე გერმანულ „აბენსბერგთან“ დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, ხოლო „გოლდენ გორმა“ მარცხი ბრინჯაოს მედლამდე ნახევარფინალურ ეტაპზე განიცადა.

0.114898