ფეხბურთი

23:22 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი „ენფილდზე“ დაბრუნდა

შაბათის სათამაშო დღე ლიდერი „სიტისა“ და „ვულვერჰემპტონის“ მატჩით გაიხსნა. წინა ტურში „ლივერპულის“ არ იყოს, „ქალაქელებსაც“ გვარიანად გაუჭირდათ კერკეტი „მგლების“ დამარცხება.

ერთადერთი ბურთი 66-ე წუთზე შეაგდო რაჰიმ სტერლინგმა საეჭვო პენალტით. ეს სტერლინგის პრემიერლიგაში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ამრიგად, ის მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს შეუერთდა, რომლებმაც ასევე უწიეს მსგავს ნიშნულს მიმდინარე სეზონში.

სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს კაცნაკლუნი დარჩნენ, როცა რაულ ხიმენესმა 31 წამის განმავლობაში ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.

საბოლოოდ „სიტიმ“ გაიმარჯვა და კვლავ ცხრილის სათავეშია.

„სიტის“ არც უშუალო მდევარი, „ლივერპული“ ჩამორჩა, „ასტონ ვილას“ 1:0 მოუგო და ისევ მეორე ადგილზე დგას.

„წითლები“ პირველ ტაიმშიც უტევდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სტუმართა მეკარე ემილიანო მარტინესმა ვირჯილ ვან დეიკის ურთულესი თავური დარტყმა მოიგერია. მაგრამ როცა ტაირონ მინგსმა საჯარიმოშიმო მო სალაჰი წააქცია, მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და ეგვიპტელის ზუსტი დარტყმული გამარჯვების მომტანი გოლი გამოდგა.

მაგრამ ამ შეხვედრაში მთავარი ამბავი „ლივერპულის“ ლეგენდის, სტივენ ჯერარდის „ენფილდზე“ დაბრუნება გახლდათ ექვსი წლის შემდეგ. ამჯერად „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის რანგში.

სტივი ჯი სამწვრთნელო ზონაში იდგა და ტრიბუნებს გასცქეროდა. უსმენდა როგორ მღეროდნენ ფანები You'll Never Walk Alone-ს, სიმღერას, რომელიც თითქმის მთელი მისი ცხოვრების საუნდტრეკი იყო. გასცქეროდა მინდორს, სადაც უამრავი ჯადოქრობა ჩაუდენია. ახლა კი ცხოვრებაში პირველად გავიდა „ენფილდზე“ „ლივერპულის დასამარცხებლად. მაგრამ არ გამოუვიდა.

ლივერპულელმა ქომაგებმა დიდი ოვაციები გაუმართეს. ძალიან უყვართ და მოენატრათ.

„ჩელსი“ და „ლიდსი“ ტრადიციული მეტოქეები არიან და ამჯერადაც დიდი ცეცხლი დაანთეს „სტემფორდ ბრიჯზე.“ იყო გაწევ-გამოწევაც, რომელიც ლამის გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. ჯერ სტუმრები იგებდნენ, შემდეგ მასპინძლები. მაგრამ მე-4 დამატებულ წუთზე ჟორჟინიოს გატანილმა თერთმეტმეტრიანმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა.

3:2 რომელმაც ტომას ტუხელის გუნდი ისევ ლიდერებთან დატოვა.

„არსენალმა“ „საუთჰემპტონი“ 3:0 გაანადგურა.

დღის გვიან მატჩში კი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად აუტსაიდერ „ნორვიჩს“ სძლია კრიშტიანუ რონალდუს პენალტით და მეოთხე ადგილზე მდგარ „ვესტ ჰემს“ დაეწია, თუმცა „ჩაქუჩებს“ ტურის თავისი შეხვედრა კიდევ სათამაშო აქვთ კვირას „ბარნლისთან.“

ინგლისი

პრემიერლიგა.

მე-16 ტური. 11 დეკემბერი

სიტი - ვულვერჰემპტონი 1:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 სტერლინგი (66 პენ)

სიტი: ედერსონი, კანსელუ, დიაში, ლაპორტი, ზინჩენკო, როდრი, გიუნდოგანი (ფოდენი 56), ბერნარდუ სილვა, გრილიში (დე ბრუინი 74), სტერლინგი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ვულვერჰემპტონი: სა, სემედუ, კილმენი, კოდი, საისი, აიტ-ნური, დენდონკერი (პოდენსე 87), მოუტინიუ, ნევეში (ტრინკაო 82), ტრაორე (ჰი-ჩანი 8), ხიმენესი

მწვრთნელი: ბრუნუ ლაჟე

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: დიაში (40), როდრი (43), კანსელუ (81); ხიმენესი (45+1), ნევეში (45+3), დენდონკერი (78)

გაძევება: ხიმენესი (45+2)

ლივერპული - ასტონ ვილა 1:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 სალაჰი (67 პენ)

ლივერპული: ალისონი, ალესანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ალკანტარა (მილნერი 83), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ჟოტა 58), მანე (მინამინო 88), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ასტონ ვილა: მარტინესი, ტარგეტი, მინგსი, კონსა, კეში, დუგლას ლუისი, ნაკამბა (სანსონი 57), მაკგინი, იანგი (ბუენდია 69), ჯეიკობ რემზი (ინგზი 74), უოტკინსი

მწვრთნელი: სტივენ ჯერარდი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ვან დეიკი (13); ნაკამბა (19), უოტკინსი (24)

ჩელსი - ლიდსი 3:2

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

0:1 რაფინია (28 პენ), 1:1 მაუნტი (42), 2:1 ჟორჟინიო (58 პენ), 2:2 გელჰარდტი (83), 3:2 ჟორჟინიო (90+4 პენ)

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა (კრისტენსენი 74), ტიაგუ სილვა, რიუდიგერი, ჯეიმსი, ალონსო (ლუკაკუ 87), ლოფტუს-ჩიკი, ჟორჟინიო, მაუნტი, ჰავერცი, ვერნერი (ჰადსონ-ოდოი 74)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ლიდსი: მელიე, ეილინგი, ლორენტე, ფირპო, ფორშოუ, შეკლტონი (კლიხი 59), დალასი, რაფინია (გელჰარდტი 83), ჰარისონი, ჯეიმსი (კრესუელი 87), რობერტსი

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ჯეიმსი (34), მაუნტი (60); ფირპო (42), შეკლტონი (54), კლიხი (69), მელიე (90+3), ლორენტე (90+6)

არსენალი -საუთჰემპტონი 3:0

1:0 ლაკაზეტი (21), 2:0 ედეგორი (27), 3:0 გაბრიელი (620

ნორვიჩი - მანჩესტერი 0:1

0:1 რონალდუ (75 პენ)

0.120014