პსჟ-ის ხელმძღვანელობა და არგენტინელი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. დღის წესრიგში კონტრაქტის გახანგრძლივებაა. მხარეებმა უკვე მიაღწიეს პრინციპულ თანხმობას - გვამცნობს RMC Sport.
33 წლის სამხრეთამერიკელის პარიზელებთან არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. პსჟ-ში ის 2015 წლიდან თამაშობს.
მიმდინარე სეზონში ანხელმა ყველა ტურნირში 14 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.