ფეხბურთი

20:21 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ლეგენდარული კამერუნელი მოთამაშე, სამუელ ეტო’ო, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

40 წლის ეტო’ომ არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს, სეიდუ მბომბო ნჯოიას აჯობა - 43 ხმა 31-ის წინააღმდეგ - გვამცმობს თავის ოფიციალურ ტვიტერში კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ეტო’ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა. კარიერის განმავლობაში მას მადრიდის „რეალში,“ „მალიორკაში,“ „ბარსელონაში,“ „ინტერში,“ „ჩელსიში,“ „ანჟიში,“ „ევერტონში,“ „სამპდოროაში,“ „ანთალიასფორში,“ „ქონიასფორსა“ და „ყატარში“ უთამაშია.

1997-2014 წლებში ეტო’ომ კამერუნის ნაკრებში 118 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.

0.114923