„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თუ ვინმეს ასეთ კლუბში თამაში არ სურს, მისი გადარწმუნება საჭირო არ არის. ეს განცხადება ალბათ, იმას ნიშნავს, რომ რანგნიკი პოგბას გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.
„თუ ფეხბურთელს არ სურს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, არ მგონია აზრი ჰქონდეს მის გადარწმუნებას, რომ გადაიფიქროს. ეს შესანიშნავი კლუბია, ფანტასტიკური გულშემატკივრებით, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელს დარწმუნება საჭირო იყოს. პოგბა ჯერ უნდა დაბრუნდეს, ფორმაში შევიდეს, გუნდთან ერთად ივარჯიშოს და მერე ვნახავთ, სად ვიმყოფებით. ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მე ეს კარგად ვიცი, მაგრამ არ ვარ მხოლოდ პოლ პოგბას მწვრთნელი, მე ყველა ფეხბურთელის მწვრთნელი ვარ“, - თქვა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, თუმცა 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგ ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და მხარეები მის გასახანგრძლივებლად შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ.