ფეხბურთი

0:10 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გამოიმუშავა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ სტუმრად „ალტაი“ 2:1 დაამარცხა და ქართველმა ნახევარმცველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ლობჟანიძე მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 76-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და გოლი დილან სან-ლუის გაატანინა, რითაც „ჰატაისპორმა“ ანგარიში 2:1 გახადა და მოიგო.

84-ე წუთზე საბამ კიდევ ერთხელ იაქტიურა, საჯარიმოში შეიჭრა და იბრაჰიმ ოზთურქმა წააქცია. ქართველი შემტევის გამომუშავებული პენალტი კი მამე დიუფმა ვერ გაიტანა, მაგრამ ეს საბას გარჯას არ აკნინებს.

ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 4 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს მითვლილი. სხვათა შორის, შედეგიანი გადაცემებით ის ჩემპიონატში ედინ ვისჩას შემდეგ მეორე პოზიციაზეა. „ჰატაისპორი“ 29 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუმრად „ტრაბზონსპორს“ შეხვდება, რომელიც ლიდერია და 10 ქულით ჩამორჩება.

0.134408