უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა Fantasy Football-ის მნაცემების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი "დორტმუნდს" ჰყავს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ოდისეას ვლახოდიმოსი ("ბენფიკა");
მცველები: ჟილბერტო ("ბენფიკა"), ნიკო შულცი ("დორტმუნდი"), ალფონსო დევისი ("ბაიერნი");
ნახევარმცველები: არნო დანჟუმა ("ვილიარეალი"), მაჰმუდ დაჰუდი ("დორტმუნდი"), მარკო როისი ("დორტმუნდი"), ლეროი სანე ("ბაიერნი");
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), ტიმო ვერნერი ("ჩელსი")