„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის დატოვებას გეგმავს. ფრანგი ფეხბურთელი უკმაყოფილოა ინგლისურ გრანდში თავისი მდგომარეობით და მისმა აგენტმა ფილიპ ლამბოლიმ ეს ბრიტანულ მედიას დაუდასტურა.
„მას კლუბის დატოვება იანვარში უნდა, რადგან უბრალოდ თამაში სჭირდება. არ სურს იანვარში დარჩენა და კლუბთან მალე დავილაპარაკებ“, - აღნიშნა ფრანგის აგენტმა.
26 წლის მარსიალმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ძირითადშიც მხოლოდ ორჯერ მოხვდა. ფრანგი თავდამსხმელი „მანჩესტერმა“ 2015 წელს „მონაკოდან“ დიდი მოლოდინით შეიძინა, მაგრამ ბოლო პერიოდში უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს.