„ბარსელონას“, „ლივერპულისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო სამწვრთნელო კარიერას იწყებს.
37 წლის ხავიერი 2022 წლის იანვრიდან არგენტინის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება და ამ პოზიციაზე ფერნანდო ბატისტას შეცვლის. მასკერანომ ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიასთან შეხვედრა გამართა და მხარეებმა ცნობა ოფიციალურად დაადასტურეს.
არგენტინელ ნახევარმცველს მწვრთნელად ნამუშევარი არ აქვს და არგენტინის 20-წლამდე ნაკრები მისი პირველი სამუშაო გამოცდილება იქნება. შეგახსენებთ, ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა 2020 წელს „ესტუდიანტესში“ დაასრულა. მანამდე ის წლების განმავლობაში „კორინთიანსის“, „ვესტ ჰემის“, „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ რიგებში თამაშობდა.