კალათბურთი

11:57 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

არასტაბილური "ლეიკერსის" ფონზე ლებრონ ჯეიმსი მაინც ბრწყინავს, მე-100 სამმაგი დუბლი კარიერაში (+VIDEO)

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ არასტაბილურ ასპარეზობას აგრძელებს და NBA-ს მორიგ ტურში „მემფის გრიზლთან“ 108:95 დამარცხდა. ფრენკ ვოგელის გუნდი საუკეთესოთა შორის მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, ეს რამდენად გამოუვა სხვა საკითხია.

შეხვედრა „ლეიკერსმა“ შედარებით კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 4-ქულიანი სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედში ტეილორ ჯენკინსის გუნდმა 10-ქულით იმარჯვა და მას შემდეგ შანსი ხელიდან არ გაუშვია - (34:24, 26:25, 23:17).

საუკეთესო შედეგი „მემფისის“ კალათბურთელ ჯერენ ჯექსონს ჰქონდა. 22 წლის ფორვარდმა 25 ქულასთან ერთად 5 მოხსნაც გამოიმუშავა, ხოლო დესმონდ ბეინმა 23 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შეძლო.

„ლეიკერსიდან“ კი ყველაზე მეტი ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო. 28 წლის ამერიკელმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება ლებრინ ჯეიმსს, 36 წლის ფორვარდმა კარიერაში მე-100 სამმაგი დუბლი შეასრულა და NBA-ს ისტორიაში მე-5 კალათბურთელი გახდა, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ლოს ანჯელესის გუნდის ლიდერს სამქულიანი ტყორცნები დიდად არ წაუვიდა, თორემ ყველა რომ გამოეყენებინა, მოსაგებათაც შეეძლოთ გაწევა. მან 15-დან ზუსტად მხოლოდ 7 სროლა გამოიყენა, როელთაგანაც 6-დან 1 სამქულიამი, 9-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ლეიკერსს“ 13 მოგების საპირისპიროდ 13 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. ვოგელის გუნდი ხვალ „ოკლაჰომას“ სტუმრად შეხვდება. რაც შეეხება „მემფისს“, მათ საქმე შედარებით კარგად აქვთ. რადგან 15 მოგებითა და 11 მარცხით მე-4 პოზიციაზე არიან, 12 დეკემბერს კი „ჰიუსტონ როკეტსს“ შინ დაუპირისპირდება.

0.114695