ფეხბურთი

2:04 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა. ჯგუფების პირველადგილოსნებმა ასპარეზობის უფლება პირდაპირ მერვედფინალში მიიღეს, მეორეადგილოსნები კი 1/16 ფინალში ითამაშებენ.

ასევე, 1/16 ფინალში ითამაშებს ის 8 გუნდი, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილები დაიკავეს და ეს 16 გუნდი (8 ევროპა ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები და 8 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები) დაწყვილდებიან, შედეგად გაირკვევა 8 გამარჯვებული და მერვედფინალში შეუერთდებიან ევროპა ლიგის ჯგუფის პირველადგილოსნებს, რომლებიც როგორც ვთქვით, პლეი-ოფის პირველი სტადიისგან თავისუფლები არიან.

ამასთან, ევროპა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები ასპარეზობას კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში გააგრძელებენ და ევროსარბიელი მხოლოდ იმ გუნდებმა დატოვეს, რომლებმაც ჯგუფებში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ევროპა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ:

„ლიონი“ (საფრანგეთი), „მონაკო“ (საფრანგეთი), „სპარტაკი“ (რუსეთი), „აინტრახტი“ (გერმანია), „გალათასარაი“ (თურქეთი), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „ლევერკუზენი“ (გერმანია), „ვესტ ჰემი“ (ინგლისი)

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებენ:

„რეინჯერსი“ (შოტლანდია), „სოსიედადი“ (ესპანეთი), „ნაპოლი“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ლაციო“ (იტალია), „ბრაგა“ (პორტუგალია), „ბეტისი“ (ესპანეთი), „დინამო“ (ხორვატია)

ასევე 1/16 ფინალში ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული 8 გუნდი:

„ლაიფციგი“ (გერმანია), „პორტუ“ (პორტუგალია), „დორტმუნდი“ (გერმანია), „შერიფი“ (მოლდოვა), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „ატალანტა“ (იტალია), „სევილია“ (ესპანეთი), „ზენიტი“ (რუსეთი)

ევროპა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდები კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას:

„სპარტა“ (ჩეხეთი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), „ლესტერი“ (ინგლისი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „მიდტიულანდი“ (დანია), „სელტიკი“ (შოტლანდია), „რაპიდი“ (ავსტრია)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 13 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

0.152407