სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:12 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალმა" "ატალანტას" მოუგო და მერვედფინალში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მერვედფინალისტი გაირკვა - „ვილიარეალი“. დიდთოვლობის გამო გადადებული შეხვედრა ბერგამოში დღეს გაიმართა.

„ატალანტას“ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, ხოლო ესპანელებს ფრეც ჰყოფნიდათ. საბოლოოდ, გულშემატკივარმა ძალიან მაგარი თამაში იხილა, რომელიც უნაი ემერის გუნდმა 3:2 მოიგო.

„ვილიარეალი“ უკვე მესამე წუთზე არნო დანჯუმას გოლით დაწინაურდა. შემდეგ „ატალანტას“ რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომელიც გაანიავა, ხოლო ტაიმის ბოლოს კაპუმ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევრის დასაწყისში დანჯუმამ დუბლი შეასრულა და თითქოს ყველაფერი დაასრულა - 0:3.

თუმცა, ბერგამოელებმა ბოლომდე იბრძოლეს. 71-ე წუთზე რუსლან მალინოვსკიმ გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე დუვან ძაპატამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ჯან პიერო გასპერინის გუნდს კიდევ 2 გოლი ჰქონდა გასატანი და 86-ე წუთზე სუპერმომენტი ვერ გამოიყენა. ლუის მურიელის დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ცარიელ კარში რაფაელ ტოლოიმ ააცილა... აქ, რომ იტალიელებს გაეტანათ, არავინ იცის, მერე როგორ მუხტს მიიღებდნენ და რა მოხდებოდა. თუმცა, ასეთი რეალური საგოლე შანსის განიავების მერე ლომბარდიელები საბოლოოდ გატყდნენ.

ამრიგად, „ვილიარეალმა“ 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა, ხოლო „ატალანტა“ 6 ქულით მესამეა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

„ატალანტა“ – „ვილიარეალი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 დანჯუმა (3), 0:2 კაპუ (42), 0:3 დანჯუმა (51), 1:3 მალინოვსკი (71), 2:3 ძაპატა (80)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122527