ფეხბურთი

23:50 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა, "ანორთოსისი" პლეი-ოფს მიღმა დარჩა

უეფას კონფერენს ლიგის B ჯგუფში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ პლეი-ოფში გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

კვიპროსულ გუნდს სტუმრად ბელგრადში, „პარტიზანის“ დაამარცხება სჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ ფრეს გამორჩა - 1:1. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და თავიდან სერბები იგებდნენ. ფამაგუსტელთა რიგებში მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა, რომელიც მინდორზე 68-ე წუთიდან გამოჩნდა, გიორგი ლორია თადარიგში იყო (ქართველი ჩემპიონატში თამაშობს, ევროთასებზე ისვენებდა), ხოლო ნიკა ნინუა განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. საბოლოოდ, „ანორთოსისი“ 6 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ორი ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან „პარტიზანს“. ვთქვათ ისიც, რომ "პარტიზანი" - "ანორთოსისის" მატჩი ქართველ მსაჯთა ბრაგადამ იმსაჯეს, მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო, მას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი ეხმარებოდნენ, ხოლო მეოთხე არბიტრი დავით ხარიტონაშვილი გახლდათ.

ამავე ჯგუფში „გენტმა“ ტალინის „ფლორას“ 1:0 აჯობა და გიორგი ჩაკვეტაძემ 7 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. გიორგის საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მას მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 1 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „გენტმა“ ჯგუფში 13 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს.

ევროპა ლიგაზე გრაცის „შტურმმა“ ასპარეზობა დაასრულა და შინ „მონაკოს“ დაუზავდა (1:1) ოთარ კიტეიშვილი მოგეხსენებათ ტრავმირებულია და არ უთამაშია. „შტურმმა“ „მონაკოსთან“, „სოსიედადთან“ და პსვ-სთან კონკურენციაში ჯგუფში ორი ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

0.129158