მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „ბარსელონას“ შესახებ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ესპანური გრანდი მალე მოახერხებს მისთვის ჩვეულ დონეზე დაბრუნებას.
„ბარსელონა“ დიდი კლუბია, რომელსაც გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მათ უნდა მიიღონ მკაცრი გადაწყვეტილებები, რადგან ადვილი არ არის მილიარდი ევროს ვალთან გამკლავება. „ბარსელონას“ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მალე კვლავ ვიხილავთ იმ ბრწყინვალე „ბარსელონას“, რომელსაც ყველა ვიცნობთ“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ 0:3 წააგო და ჯგუფში ჩარჩა, რაც 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. „ბლაუგრანა“ მიმდინარე სეზონში ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.