ფეხბურთი

14:21 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ დაადასტურა: „ტოტენჰემი“ – „რენი“ არ გაიმართება

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი „ტოტენჰემსა“ და ფრანგულ „რენს“ შორის ლონდონში 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ აღარ ჩატრადება - გვამცნობს Sky Sports, უეფას პრესსამსახურზე დაყრდნობით.

წყაროს ინფორმაციით, უეფას წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მატჩი აღარ გაიმართება.

მიზეზი კი „ტოტენჰემში“ მომხდარი კორონააფეთქებაა.

მოგვიანებით „რენმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „ტოტენჰემის“ მესვეურები უპატივცემულობასა და სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. ფრანგები უეფაშიც აპირებებენ ჩივილს.

0.116101