55 წლის სპეციალისტმა ზლატკო დალიჩმა ხორვატიიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა და გუნდს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დალიჩმა ხორვატიის ნაკრები 2017 წელს ჩაიბარა, ხოლო მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც საფრანგეთთან წააგო. ევრო 2020-ზე ხორვატიამ პლეი ოფში გააღწია, თუმცა ესპანეთთან 1/16-ფინალში დამარცხდა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზლატკოს გუნდმა ბოლო მატჩში რუსეთი დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.