ფეხბურთი

18:20 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლანჩხუთის" ქალთა გუნდმა მარო მაყაშვილის ხსოვნის პატივსაცემად სპეციალური მაისურით ითამაშა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში „კვარტალის“ წინააღმდეგ სპეციალური მაისურებით ითამაშა.

რუსულ ოკუპაციასთან მებრძოლი ქართველი გმირის, მარო მაყაშვილის ხსოვნის პატივსაცემად „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების მაისურებზე მაყაშვილის გვარი ეწერა და პირველი რესბუპლიკის დროშაც იყო გამოსახული.

"100 წლის წინ საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი რუსულ ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა. აგვისტოში, მარო მაყაშვილის დაბადების დღეს, გუნდს სპეციალური მაისურებით უნდა ეთამაშა, თუმცა ჩემპიონატი დროებით შეწყდა. გმირები აგვისტოშიც გმირები არიან, დეკემბერშიც და მუდამ გმირებად რჩებიან - სეზონის ბოლოსწინა მატჩზე, ქსკ კვარტალთან ფეხბურთელები სიმბოლური მაისურებით გამოვლენ", - წერს "ლანჩხუთის" ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ "ლანჩხუთმა" შეხვედრა 5:1 მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული რამდენიმე ტურით ადრე, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაინაღდა.

0.111885