სხვა

3:38 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიურის WBC-მ დილიან უაითთან შეხვედრა დაავალა

მსოფლიო კრივის საბჭომ (WBC), მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონ ტაისონ ფიურის, პრეტენდენტ დილიან უაითთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა. ორ ბრიტანელ მოკრივეს 30 დღე აქვს იმისთვის, რომ ხელშეკრულება გააფორმონ.

უაითი ფიურის ყოფილი სპარინგ პარტნიორია და ამჟამად საბჭოს სავალდებულო პრეტენდენტად არის მიჩნეული. მასთან შეხვედრა ფიურის დიდად არ აინტერესებს და ის უფრო უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან, ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში შეხვედრას ამჯობინებს. უსიკს WBA-ის, IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ტიტულები ეკუთვნის, რომლებიც ენტონი ჯოშუას დამარცხებით მოიპოვა.

ჯოშუამ კონტრაქტით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და უსიკთან რემატჩი მოითხოვა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მან უკრაინელს ფიურისთან შეხვედრის უფლება მისცეს და შემდეგ მათ შორის გამარჯვებულს შეხვდეს.

რაც შეეხება უაითს, ის ოქტომბერში შვედ ოტო ვალინს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ის ბრძოლა არ შედგა. ფიურის უფლება ჰქონდა, უსიკთან შეხვედრა მოეთხოვა, რისთვისაც 30 დღე ჰქონდა. მაგრამ ამ დროში გარიგება ვერ მოხერხდა. WBC-მ ამის შემდეგ, თავის ჩემპიონს მცირე დრო კიდევ მისცა, რათა პრეტენდენტისთვის საარბატრაჟო სასამართლოში საქმის გარჩევისთვის დრო მიეცა. ის საქმე დასრულდა თუ არა, საბჭომ მაშინვე ფიურის და უაითის შეხვედრა სავალდებულოდ გამოაცხადა.

0.125261