ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მეცხრე პარტია გაიმართა, რომელშიც მაგნუს კარლსენმა იან ნეპომნიაშჩი დაამარცხა და უპირატესობა გაზარდა.
მეცხრე პარტია 39-ე სვლაზე დასრულდა და რუსი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით დამარცხდა. 9 პარტიის შემდეგ ნორვეგიელი ანგარიშში წინაა - 6:3.
შეგახსენებთ, რომ პირველი ხუთი და მეშვიდე პარტიები ყაიმით დასრულდა, ხოლო მეექვსე, მერვე და ახლა უკვე მეცხრე პარტიაში გამარჯვება კარლსენმა მოიპოვა.
შედეგი დაპირისპირება 8 დეკემბერს გაიმართება. ფინალური მატჩი 14 პარტიისგან შედგება და დანარჩენი ბრძოლები 10, 11, 12 და 14 დეკემბერსაა დაგეგმილი. საჭიროების შემთხვევაში ტაიბრეიკი კი 15 დეკემბერს შედგება.