კალათბურთი

21:08 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა

ნოემბერის მატჩების შემდეგ ფიბამ საკალათბურთო ნაკრებების რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მცირე რეგრესი განიცადა.

ილიას ზუროსის გუნდი წინა რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით დაქვეითდა და 38-ე ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგს ქულები შემატა. ეს მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში კი საქართველო მე-19 ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ორი მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში უკრაინას მოუგო, ხოლო ესპანეთთან დამარცხდა.

...35. ფინეთი - 298.6 ქულა

36. ბელგია - 288. 1

37. იაპონია - 285

38. საქართველო - 284.7

39. იორდანია - 276.7

40. კოტ დივუარი - 266.8

მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა. ლიეტუვის ნაკრებმა იტალიას ადგილი გაუცვალა და მერვე საფეხურზე აღზევდა. სამეულს კი აშშ, ესპანეთი და ავსტრალია ინაწილებენ:

1. აშშ - 763.3 ქულა

2. ესპანეთი - 724.1

3. ავსტრალია - 690.7

4. სლოვენია - 676.3

5. საფრანგეთი - 671.9

6. სერბეთი 664.6

7. არგენტინა - 656.6

8. ლიეტუვა - 649.5

9. იტალია - 646.9

10. საბერძნეთი - 641

0.120634