ფეხბურთი

18:23 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე "პარტიზანი" - "ანორთოსისის" მატჩს ქართველები იმსაჯებენ

კონფერენს ლიგის მეექვსე ტურის მატჩს ბელგრადის „პარტიზანსა“ და ფამაგუსტას „ანორთოსისს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე არბიტრი დავით ხარიტონაშვილია. ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში ყრუაშვილმა ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდისა“ და ბერლინის „უნიონის“ მატჩზე იმუშავა. მან საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობა 2019 წლიდან დაიწყო და გასულ სეზონში ევროპა ლიგის სამი თამაში იმსაჯა. გარდა ამისა, 35 წლის ქართველმა მსაჯმა ზაფხულში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მატჩებზე იმუშავა, მათ შორის იმსაჯა ფინალი გერმანიასა და პორტუგალიას შორის.

„პარტიზანი“ – „ანორთოსისის“ მატჩი დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ჯგუფში მეორეადგილოსნის ბედი და პლეი-ოფის საგზური ირკვევა. სერბებს ფრეც ხელს აძლევთ, ხოლო თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ეტაპზე მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავა.

0.122586