ფეხბურთის ობსერვატორიამ (CIES) ტოპსაფეხბურთო ჩემპიონატების (ლიგა 1, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, სერია A) ყველაზე ძვირადღირებული 23-წლამდე ფეხბურთელები დაასახელა და მათ შორის მეკარეებიც.
შედეგად, სიაში მოხვდა ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ევროპის უძვირფასეს 23-წლამდე კიპერებს შორის მერვე ადგილზეა და CIES-ს ქართველ ფეხბურთელს 8 მილიონ ევროდ აფასებს. შედარებისთვის, Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასი მხოლოდ 3 მილიონი ევროა.
ყველაზე ძვირადღირებული 23-წლამდე მეკარეების ათეული ასეთია:
1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია) – 80 მილიონი ევრო
2. ილან მელიე (ლიდსი, საფრანგეთი) – 40 მილიონი
3-5. დოღან ალემდარი (რენი, თურქეთი) – 15 მილიონი
3-5. ლუიშ მაშიმიანო (გრანადა, პორტუგალია) – 15 მილიონი
3-5. ეტიენ გრინი (სენტ ეტიენი, ინგლისი) – 15 მილიონი
6. ალბან ლაფონი (ნანტი, საფრანგეთი) – 10 მილიონი
7-8. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო) – 8 მილიონი
7-8. კრისტოფერ კლაესონი (ლიდსი, ნორვეგია) – 8 მილიონი
9-10. ხულენ აგირეზაბალა (ბოლბაო, ესპანეთი) – 7 მილიონი
9-10. ივორ პანდური (ვერონა, ხორვატია) – 7 მილიონი
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ზაფხულში იჯარით შეუერთდა და ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, თუმცა, სექტემბრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.