ფეხბურთი

1:47 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "მინდა, რომ მესის კომენტარი გულწრფელი იყოს და არა ცარიელი სიტყვები"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ოქროს ბურთის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნა, ლიონელ მესისთან კონკურენცია ადასტურებს, რა დონესაც მან მიაღწია, თუმცა, შედეგით იმედგაცრუებული და ნაწყენი დარჩა.

„დასამალი არაფერი მაქვს, ნაწყენი და უკმაყოფილო ვიყავი, უმწეობის განცდა დამეუფლა. პატივს ვცემ მესის, როგორც თამაშობს, რასაც მიაღწია, მაგრამ „ოქროს ბურთთან“ ასე ახლოს ყოფნა და მესისთან კონკურენციის ფაქტი ადასტურებს თუ რა დონეს მივაღწიე, მაგრამ შედეგით ნაწყენი დავრჩი. საბედნიეროდ, ცერემონიიდან რამდენიმე დღეში თამაში არ გვქონდა. მესის განცხადება, რომ 2020 წელს მე უნდა მომეგო? მინდა, რომ ეს დიდი ფეხბურთელის გულწრფელი კომენტარი იყოს და არა ცარიელი სიტყვები“, - უთხრა ლევანდოვსკიმ პოლონურ მედიას.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ კარიერაში მეშვიდედ მოიგო, ლევანდოვსკის კი France Football-ის გამოკითხვაში მეორე ადგილი ერგო.

0.115499