ფეხბურთი

1:27 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "მესიმ მითხრა, რომ საფრანგეთში სიცივესა და თოვლში თამაში ძალიან უჭირს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელი პსჟ-ს ვარსკვლავის უახლოესი მეგობარია და როგორც მან თქვა, ფრანგულ ამინდთან და სიცივესთან შეგუება ლეოს ძალიან უჭირს.

„მე და ლეო ყოველდღე ვსაუბრობთ. მითხრა, რომ როცა სიცივეში თამაშობს, ძალიან უჭირს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თოვლია. თუმცა, ახალ ტემპერატურასთან ადაპტაცია საჭიროა. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ისე ვერ თამაშობს, როგორც უნდა“, - თქვა სუარესმა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, სამი ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი საფრანგეთის ჩემპიონატში.

0.112924