ამერიკელმა დევინ ჰენიმ, ლას ვეგასის MGM გრანდ ოტელის კაზინო-სასტუმროში გამართულ ბრძოლაში, თანამემამულე პრეტენდენტ ჯოზეფ დიასს მსაჯთა გადაწყვეტილებით მოუგო და მსუბუქ წონაში (61 კგ) WBC-ს ტიტული შეინარჩუნა.
23 წლის ჰენიმ (ფოტოზე მარჯვნივ) თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და სამივე მსაჯის ბარათზე დაწინაურდა. შემდეგ კი ხელდახელ ბრძოლაში, მეტოქეს ქულებში დაწევის საშუალება აღარ მისცა და თავისი წაუგებელი სერია 27 შეხვედრამდე (15 ნოკაუტით მოიგო) გაზარდა.
„მას დასაწყისში რამდენჯერმე კარგი დარტყმა მივაყენე. მაგრამ ის ნამდვილი ჩემპიონია და უბრძოლველად არაფერი დამითმო. მიზნის მისაღწევად, კარგად გარჯა დამჭირდა. ბევრი ამბობს, რომ სუსტი ნიკაპი მაქვს, მაგრამ დღეს საპირისპირო დავამტკიცე“, - განაცხადა ჰენიმ.
ლოპესი მუდმივად შეტევას ცდილობდა, მაგრამ ჩემპიონი მეტისმეტად სწრაფად და გააზრებულად მოქმედებდა. მას რამდნჯერმე ჰქონდა იმის შანსი, რომ თავისი მძიმე ჯებით, მეტოქისთვის წონასწორობა დაეკარგვინებინა, მაგრამ ჰენი ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას.
29 წლის ლოპესმა (32-2-1, 15 ნოკაუტი), ვინც ორ წონით დივიზიონში ყოფილი ჩემპიონია, ძლიერად დაიწყო ბოლო, მე-12 რაუნდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ორი მსაჯის ბარათზე, ჰენიმ 117-111 მოიგო, ერთისაზე კი - 116-112.