ფეხბურთი

20:29 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემის მსაჯის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო გერმანიის პოლიცია გამოძიებას იწყებს

გერმანიის პოლიცია დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის სიტყვების გამო გამოძიებას იწყებს და შესაძლოა ინგლისელი ფეხბურთელი დაისაჯოს.

მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ ბელინგემმა მთავარი მსაჯის ფელიქს ცვაიერი გააკრიტიკა და თქვა, რომ სხვა რა იყო მოსალოდნელი მსაჯისგან, რომლის ბიოგრაფიაში გარიგებული მატჩები ფიგურირებდა.

ამ განცხადების საფუძველზე გერმანიის პოზიციამ გადაწყვიტა გამოძიების დაწყება და საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დაარღვია თუ არა ბელინგემმა გერმანიის სისხლის სამართალი ამ განცხადებით.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდი“ „ბაიერნთან“ 2:3 დამარცხდა, მსაჯობით უკმაყოფილო არა მარტო ჯუდ ბელინგემი, არამედ ერლინგ ჰოლანდიც იყო და ეს არც ნორვეგიელ ფეხბურთელს დაუმალავს.

0.116738