„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა თავის მომავალსა და კლუბთან კონტრაქტის განახლების შესახებ ისაუბრა. ეგვიპტელის განცხადებით, ეს „ლივერპულზეა“ დამოკიდებული და მას ინგლისში დარჩენა სურს.
„არაერთხელ ვთქვი, რომ თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, „ლივერპულში“ დავრჩები, მაგრამ გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის ხელშია და ეს საკითხი მათ უნდა გადაწყვიტონ. არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ შეთანხმება მისაღწევია და ეს მათზეა დამოკიდებული.
ფინანსური ღირებულება მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაფასებს კლუბი და თუ რამდენად მზად არის ყველაფერი გააკეთოს შენს შესანარჩუნებლად. თუმცა, მხოლოდ ფინანსური საკითხი არ არის, მნიშვნელოვანია გუნდის და მწვრთნელის ამბიციები. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია გადაწყვეტილების მისაღებად.
გავიგე, რომ ჩავი ჩემი შეძენით დაინტერესებულია და მიხარია, რომ „ბარსელონას“ მსგავსი კლუბი ჩემით ინტერესედება. მაგრამ, ბედნიერი ვარ „ლივერპულში“ და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, - თქვა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამაედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.