ფეხბურთი

13:16 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯესი ლინგარდი შესაძლოა "ნიუკასლის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ჯესი ლინგარდმა შესაძლოა კარიერა „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელოს. ამის შესახებ The Times იტყობინება.

წყაროს თანახმად, „კაჭკაჭები“ მზად არიან ინგლისელი ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეიძინონ და ხელფასის სახით კვირაში 100 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი შესთავაზონ. შედეგად, ლინგარდი „ნიუკასლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ლინგარდს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მას არ განაახლებს, ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამიტომაც, „იუნაიტედი“ შესაძლოა იანვარში მას მართლაც შეელიოს, მითუმეტეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ძალზე იშვიათად ხვდება.

მიმდინარე სეზონში ჯესი ლინგარდმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ჯესი იჯარით „ვესტ ჰემში“ თამაშობდა და 16 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.

0.119404