კალათბურთი

2:34 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის მხოლოდ 2 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ოვერ-ტაიმში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „მანრესასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 93:95 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებული ოვერ-ტაიმში გამოვლინდა, რომელიც მასპინძლებმა 14:12 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

შერმადინმა მხოლოდ 16:12 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სხვა შემთხვევაში კი კალათისკენ ბურთი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 2-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 8 მოგებით და 4 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 დეკემბერს, „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებს.

0.133457