მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ტრავმირებულია. ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ (2:0) ბოლო შეხვედრაში მიიღო.
ბენზემამ მოედანი მატჩის მე-17 წუთზე კუნთის პრობლემების გამო დატოვა. ჯერჯერობით, ტრავმის ზუსტი ხარისხი უცნობია, მაგრამ Marca-ს ცნობით, ფრანგს სავარაუდოდ, მილანის „ინტერთან“ და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უახლოესი ორი თამაში მინიმუმ გაუცდება.
შეგახსენებთ, რომ ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 17 გოლი გაიტანა.