ფეხბურთი

23:58 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ბეტისთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

„ვფიქრობ, იმ მომენტში წავაგეთ, როცა უკეთ ვთამაშობდით. „ბეტისის“ კონტრშეტევები უნდა ჩაგვეშალა, რადგან ვიცოდით, რომ ეს მათი პლუსი იყო. 20-25 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ ასეთი თამაშის მიუხედავად წავაგეთ, ასე წაგება ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით სახლში. თუმცა, ეს ფეხბურთია, ანალოგიური სიტუაცია იყო „ვილიარეალთან“ (3:1), მაგრამ მაშინ მოვიგეთ.

ჩემი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა. არ მიყვარს წაგება და ეს მაწუხებს. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება. მერე გასათანაბრებლად დიდი დრო არ გვქონდა და სამწუხაროდ ქულები ვერ მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში მოგებაც შეგვეძლო“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჩავის მეოთხე თამაში (მანამდე „ესპანიოლთან“ 1:0, „ბენფიკასთან“ 0:0 და „ვილიარეალთან“ 3:1). „ბარსელონას“ 15 თამაშში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

0.116501