ფეხბურთი

22:12 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" "ფიურტს" 7:1 მოუგო, პატრიკ შიკმა პოკერი 27 წუთში შეასრულა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ფიურტი“ 7:1 გაანადგურა და ეს თამაში პატრიკ შიკის ბენეფისად გადაიქცა.

ჩეხმა თავდამსხმელმა მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა! ის „ლევერკუზენის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა.

შიკმა ეს გოლები მეორე ტაიმში, 27-წუთიან ინტერვალში, 49-ე წუთიდან 76-ე წუთამდე გაიტანა. უფრო შთამბეჭდავი ის არის, რომ სამი გოლი 7-წუთიან ინტერვალში შეაგდო (69-ედან 76-მდე).

მიმდინარე სეზონში შიკს ბუნდესლიგაში 12 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება (14), ხოლო „ლევერკუზენი“ 27 ქულით მესამე ადგილზეა.

0.10949