ფეხბურთი

17:10 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვისთვის "ტრაბზონსპორს" კონკურენციას "ბაზელი" უწევს

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მცველ ირაკლი აზაროვს თურქული „ტრაბზონსპორი“ და „ბაზელი“ იწვევენ. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

Fotospor-ის ცნობით, „ტრაბზონისთვის“ ცუდი ამბავია ის, რომ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში შვეიცარიული კლუბიც ჩაერთო. წყაროს თანახმად, ბათუმელებმა 1.2 მილიონი ევროს შეთავაზება უარყვეს და იანვარში ახალი შეთავაზებებისთვის მზად არიან.

19 წლის მარცხენა მცველმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ინტერესი გასაკვირი არაა. „ტრაბზონსპორი“ ირაკლის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ მაშინ საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხა.

ირაკლი აზაროვმა „დინამო ბათუმის“ რიგებში 2021 წელს 41 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებშიც წელს ჰქონდა დებიუტი და ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.113369