ფეხბურთი

11:00 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "მესის გამარჯვება არაა სკანდალური, არამედ ოქროს ბურთი კანავაროს რომ აქვს და მალდინის არა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა და იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ლიონელ მესი გამარჯვებას არ იმსახურებდა.

კასანო განსხვავებულად ფიქრობს და ისიც თქვა, რომ ნამდვილი სკანდალი არა მესის გამარჯვება, არამედ პაოლო მალდინის ამ ჯილდოს გარეშე ყოფნაა, მაშინ, როცა მატიას ზამერმა და ფაბიო კანავარომ მოიგეს.

„2020 წელს France Football-ს „ოქროს ბურთი“ ლევანდოვსკისთვის უნდა მიეცა, რადგან იმ სეზონში ყველაზე ძლიერი ფეხბურთი იყო. ყველაფერზე და ყველაზე მაღლა იდგა, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური გამარჯვებებით. მან ყველაფერი მოიგო, გერდ მიულერის რეკორდიც დაამხო. ლევანდოვსკი იმ „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა და მესიმ, რომელიც ჭკვიანი ბიჭია, უნიკალური თავმდაბლობით, ეს სცენაზე მილიონობით ადამიანის წინაშე თქვა.

თუმცა, ბოლო დღეებში მესის გამარჯვებას სკანდალს უწოდებენ. იცით რა არის ნამდვილი სკანდალი? ის, რომ „ოქროს ბურთი“ მატიას ზამერს ან ფაბიო კანავაროს აქვთ და არა პაოლო მალდინის. მალდინიმ ჩემპიონთა თასის 8 ფინალი ითამაშა, 25 წელი უმაღლეს დონეზე იყო, ხოლო ზამერმა და კანავარომ ამ დონეზე მხოლოდ ერთი თვე ითამაშეს. ორივეს ერთად არ გაუკეთებია ის, რაც მალდინიმ ისტორიაში გააკეთა. ეს არის სკანდალი“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, ანტონიო კასანო ფაბიო კანავაროს თანაგუნდელი იტალიის ნაკრებსა და მადრიდის "რეალში" იყო. კანავარომ "ოქროს ბურთი" 2006 წელს მოიგო, მატიას ზამერმა - 1996 წელს.

0.117427