არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობით, სამხრეთამერიკელი ოთხი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს და გუნდში 2026 წლის ივლისამდე დარჩება. ასევე ცნობილია, რომ დიბალა წელიწადში 8 მილიონ ევროს აიღებს და ბონუსების სახით შესაძლოა 2 მილიონიც მიიღოს.
დიბალა აგენტი ხორხე ანტუნი ნოემბერში უნდა ჩაფრენილიყო ტურინში და მოლაპარაკება დაესრულებინა, თუმცა მისი ვიზიტი გადაიდო. Calciomercato და La Gazzetta dello Sport-ი იუწყებიან, რომ კონტრაქტის გადადების მიზეზი ბიუროკრატიული დეტალები და დიბალას ტრავმა იყო.
ამჟამად პაულო უკვე გამოჯანმრთელებულია და ბოლო ტურში გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და ტავი შვიდი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.