ფეხბურთი

18:18 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" იანვარში შესაძლოა რომან იარემჩუკი დაიმატოს

ლისაბონის „ბენფიკასა“ და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი რომან იარემჩუკი „ბარსელონას“ დაუკავშირეს.

Diario Goal-ის ცნობით, ესპანური გრანდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იარემჩუკის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული, რადგან იანვარში გუნდის გაძლიერება სურს. წყაროს თანახმად, „ბარსა“ თავდაპირველად „ბენფიკას“ ურუგვაელი შემტევით, დარვინ ნუნიესით დაინტერესდა, მაგრამ პორტუგალიელებმა 60 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაც ესპანელებს ძალიან ეძვირათ.

ჩავი დიდად მოხიბლული არ არის უკრაინელი ფორვარდის ვარიანტით, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორი ფეხბურთელის დაბალი სატრანსფერო ფასია, რამაც შესაძლოა ტრანსფერი გაჩარხოს.

მიმდინარე სეზონში რომან იარემჩუკმა „ბენფიკას“ მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის პორტუგალიურ გუნდამდე ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

0.114724