ფეხბურთი

16:46 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: "საათობით ვცდილობდი კერიკი დამერწმუნებინა, რომ გუნდში დარჩენილიყო"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი ინტერვიუ მისცა. გერმანელმა სპეციალისტმა კლუბში საკადრო მდგომარეობაზე და მაიკლ კერიკის მიმართ მის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ შევხვდი მაიკლს და რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ კლუბში დარჩენილიყო. სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ გვყავს კარგი სამწვრთნელო შტაბი, სიამოვნებით ვიმუშავებ ამ ხალხთან.

რაც შეეხება რონალდუს, ჩვენ უნდა მოვერგოთ მოთამაშეებს და არა პირიქით. "არსენალთან" თამაშს ვუყურე და ძალიან გამიკვირდა, რადგან 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში არ მინახავს. ის ქმნის განსხვავებას", - განუცხადა რანგნიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში „წითელმა ეშმაკებმა“ ლონდონის „არსენალი“ 3:2 დაამარცხეს, რაც კრიშტიანუ რონალდუს დიდი დამსახურებაა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და კარიერაში 801 გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება რანგნიკს, ის ინგლისურ გრანდს პირველად 5 ნოემბერს წარუძღვება, როდესაც შინ "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

0.112633