„მემფისი“ – „ოკლაჰომას“ შეხვედრა NBA-ს ისტორიაში შევიდა! „გრიზლისმა“ მეტოქე 152:79 გაანადგურა და ეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩია.
ძველი რეკორდი 1991 წლის 17 დეკემბრით თარიღდებოდა, როცა „კლივლენდ კავალიერსმა“ 148:80 (68 ქულით) დაამარცხა „მაიამი ჰიტი“, ხოლო „მემფისმა“ ეს მიღწევა გააუმჯობესა და 73 ქულის სხვაობით იმარჯვა.
„გრიზლისის“ რიგებში ჯარენ ჯექსონმა 27 ქულა მიითვალა, სანტი ადლამამ კი 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „ოკლაჰომა სიტიში“ საუკეთესო ლუგენც დორტი იყო 15 ქულით.
„ოკლაჰომა“ საშინელ ფორმაშია, მიჯრით მერვე თამაში წააგო და დასავლეთ კონფერენციაში 6 მოგება 16 წაგების ბალანსით მე-13 ადგილზეა, ხოლო „მემფისს“ 12 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი აქვს და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.