„მანჩესტერ იუნაიტედს“ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება სურს. გერმანული მედიის ცნობით, ინგლისელებს ტრანსფერში ყველაზე მეტად რალფ რანგნიკის იმედი აქვთ, რომელსაც ფეხბურთელთან, ისევე, როგორც მამამისთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„მანჩესტერი“ მზადაა ნორვეგიელ ფორვარდს სეზონში ხელფასის სახით 25-30 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გერმანული მედია იმასაც იტყობინება, რომ თუ რალფი ჰოლანდის გადაბირებას შეძლებს, ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, „წითელი ეშმაკები“ ტიმო ვერნერითაც დაინტერესდნენ. გერმანელთან რანგნიკს უმუშავია და მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. ინგლისელთა მიზანია, რომ მომდევნო სეზონში შეტევაში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ჰოლანდმა და ვერნერმა ითამაშონ.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვარიდან თამაშობს, ხოლო ტიმო ვერნერი „ჩელსის“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა.