ფეხბურთი

16:43 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სამი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა

იტალიურ „ნაპოლიში“ ტრავმების ეპიდემია გავრცელდა. სერია A-ს ბოლო ტურში „სასუოლოსთან“ მატჩში (2:2) „აძურის“ ერთბაშად სამი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა.

ლუჩანო სპალეტი იძულები გახდა, რომ ლორენცო ინსინიე, ფაბიან რუისი და კალიდუ კულიბალი ტრავმების გამო შეეცვალა. ჯერჯერობით, უცნობია მათი დაზიანების ხარისხი, მაგრამ დიდი შანსია, რომ მიმდინარე წელს მოედანზე ვერ გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ტრავმების გამო კიდევ ორი გამორჩეული ფიგურა აკლია ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი. შესაბამისად, ნეაპოლეთა რიგებში საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა.

„ნაპოლი“ სკუდეტოსთვის იბრძვის და სერია A-ს 15 ტურის შემდეგ 36 ქულით ლიდერობს, მაგრამ ძალიან მწირი უპირატესობა აქვს და „მილანს“ 1, „ინტერს“ 2 და „ატალანტას“ 5 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები უახლოეს შეხვედრას სწორედ ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.144058