ფეხბურთი

23:00 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჰერტამ" ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მცველი დაიმატა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "ბუდე გლიმტის" მცველი ფრედრიკ ანდრ ბიერკანი კარიერას "ჰერტაში" გააგრძელებს. როგორც ბერლინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა.

ფრედრიკს ნორვეგიულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლოს უმთავრდება და გერმანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბიერკენი "ბუდე გლიმტის" პირველ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს და მას შემდეგ ჩატარებულ 135 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.131274