ლონდონის „არსენალის“ მცველმა გაბრიელმა საკუთარ სახლში მძარცველები მოიგერია, რომელთაც მისი გაქურვდა სურდათ.
ინციდენტი მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარა, მაგრამ ვიდეოკადრები ახლახან გავრცელდა. გაბრიელს ავტოფარეხში 3 თავდამსხმელი გაჰყვა, რომლესაც ფეხბურთელისგან მანქანის, საათისა და მობილური ტელეფონის მიღება სურდათ. კადრებში ჩანს კიდეც, რომ ბრაზილიელი მათ მანქანის გასაღებს აძლევს.
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ფეხბურთელს ბეისბოლის კეტით შეუტია, მაგრამ საპასუხო შეტევა მიიღო და პაულისტამ მას სახეშიც დაარტყა. საბოლოოდ, მძარცველები გაიქცნენ და ერთ-ერთ მათგანს ფარეხში ქუდი დაუვარდა.
სწორედ ქუდის მეშვეობით პოლიციამ დნმ-ს ანალიზი აიღო და ბოროტმოქმედების ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც ისინი დააპატიმრეს.