ფეხბურთი

23:15 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "წინ რთული თვეა და ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გუნდში ბევრი ტრავმირებულის შესახებ საუბრობს. ესპანელის განცხადებით, დეკემბერი ძალიან რთული თვეა და მის განკარგულებაში ძალიან ცოტა ფეხბურთელია.

„ძალიან ცოტა მოთამაშე გვყავს. არასდროს ვწუწუნებთ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გამო, რადგან გუნდს ვენდობი და სხვებს მათი შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ დეკემბრის, ყველაზე რთული თვის წინ სერიოზული პრობლემები გვაქვს. მხოლოდ 14-15 ფეხბურთელი გვყავს და მათაც უკვე ბევრი მატჩი აქვთ ჩატარებული. დე ბრუინი დაბრუნდა, მაგრამ სრულად გამოსაჯანმრთელებლად დრო ისევ სჭირდება. კევინი არის ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო თვისებების წარმოსაჩენად დრო სჭირდება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგაში 29 ქულით მეორე ადგილზეა და მე-14 ტურში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

0.124824