საქართველოს ნაკრების თამაშით ესპანეთის წინააღმდეგ ილიას ზუროსი ძალიან უკმაყოფილო იყო და ეს მატჩის მიმდინარეობის დროსაც კარგად ჩანდა.
მეოთხე პერიოდში, როცა ქართველი კალათბურთელები 45:78 მარცხდებოდნენ, ბერძენმა სპეციალისტმა წუთშესვენება აიღო და ძალიან ხმამაღლა ისაუბრა. იმდენად ხმამაღლა, რომ დარბაზში ჩართული სიმღერაც გადაფარა და მისი ყვირილი მთელ დარბაზში ისმოდა. ზუროსმა მიკროფონიც დააზიანა, რომელსაც ხელით შეეხო.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში ესპანეთს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 28 ქულის სხვაობით, 61:89 დამარცხდა.